99 წლის წინ მიღებული დამოუკიდებლობა

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 99 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
საქართველოს პარლამენტი – 1918 წელი
საქართველოს ჰიმნი
გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველომ შეძლო დაშლის პირას მისული საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევა. 70-წლიანი ტყვეობის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ეროვნულმა ძალებმა, 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინეს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინა დემოკრატიული რესპუბლიკის ყველა სახელმწიფო სიმბოლიკა, თუმცა 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ საქართველომ უარი თქვა პირველი რესპუბლიკის დროშაზე, ღერბსა და ჰიმნზე. ეს უკანასკნელი ახალი თაობის პოლიტიკოსებმა ტექსტისა და მელოდიის სირთულის გამო დაიწუნეს.
წყარო: www.radiotavisupleba.ge
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments