აქცია “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” მარნეულში
მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 27 მაისს მარნეულში ნაციონალური სისხლის ბანკისა და განათლებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით აქცია „გაიღე სისხლი , გადაარჩინე სიცოცხლე“ გაიმართა. აქციაში მონაწილეობას მარნეულის საჯარო სკოლის პედაგოგები იღებდნენ. მარნეულის საგანმანათლებლო რესურ-ცენტრი აქტიურად ჩაერთო სხვისი სიცოცხის გადასარჩენად. ნაციონალური სისხლის ბანკი დონორებს ჩაუტარებს სხვადასხვა ტიპის ანალიზებს, როგორიცაა სისხლის ჯგუფი და რეზუსი, ჰემოგლობინი, B და C ჰეპატიტი, შიდსი, სიფილისი. თითოეულ დონორს დახული კონვერტით ეგზავნება საკუთარი სისხლის ანალიზი, რაც უზრუნველყოფს კონფიდენციალურობაას. ნაციონალური სისხლის ბანკის დირექტორი გიგა ჭიღლაძე აღნიშნული აქციის შესახებ გვესაუბრა.
აქციაში მონაწილეობას იღებდნენ მარნეულის საგანმანათლებლო რესურ-ცენტრის დირექტორი ქანან ომაროვი.
სიცოცხლის გადასარჩენად სისხლი რადიო მანრეულის ჟურნალისტმა ვლადიმერ ჩხიტუნიძემაც გაიღო.
აქცია გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე მარნეულში პერმანენტულად გაიმართება.
0 Comments