მოდი ღამე მუზუმში 27 მაისს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 27 მაისს, აქცია – „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტიც შეურთდება.
ნებისიერ მსურველს შეუძლია ეწვიოს სოფელ წერაქვში მდებარე გამოჩენილი ქართველი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის სახლ–მუზეუმს და შეურთდეს აქციას.

muzeye gel

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა მიხეილ ჯავახიშვილის საღამო, გაშუქდება მწერლის ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი ეპიზოდები, რომელსაც წარმოადგენენ წერაქვის საჯარო სკოლის მოსწავლეები. ასევე, მუზეუმის დირექტორი ვიზიტორებს ჩაუტარებს მცირე ექსკურსს მუზუემში დაცული მწერლის ნივთების შესახებ და გააცნობს მათ ისტორიას. ღონისძიების ფარგლებში ასევე, დაგეგმილია პოეზიის საღამოს მოწყობა, ნებისმიერ სტუმარს შესაძლებლობა ექნება წაიკითხოს ლექსი. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები.
ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება.

ღონისძიება დაიწყება 20:00 საათზე, ტრანსპორტირებას და კვებას უზრუნველყოფს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
მარნეულიდან ტრანსპორტი წერაქვის მიმართულებით 18:00 საათზე გავა.
აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი, დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს.

დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე იქნება ღია – ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება. მანამდე კი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, თბილისის სხვადასხვა უბანს სლოგანით „მოდი ღამე მუზეუმში“ მოხატავენ და დამთვალიერებლებს მუზეუმებში მისვლისკენ მოუწოდებენ.
აქციას „ღამე მუზეუმში“ – საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა. 2016 წლის 21 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს ღამის 1 საათამდე მასპინძლობდა.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register