???1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა!
???1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა!
???1 ივნისს ,,კულტურის ცენტრი” იზრუნებს, თქვენთვის ყველაზე ძვირფასის, თქვენი პატარების განწყობაზე????
❇️პროგრამა
???1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეთან დაკავშირებით მარნეულის ,,კულტურის ცენტრი” , კულტურის სახლის მიმდებარედ არსებულ სკვერში სხვადასხვა სახის აქტივობებს შემოგთავაზებთ.
? 10:30 საათიდან სკვერში სტუმრად მოსულ პატარებს, ჯადოსნური ქალაქიდან სპეციალურად ჩამოსული მეზღაპრე ზუზუ მიესალმება.
♦️,,კულტურის ცენტრი”-თან არსებული თანამედროვე ცეკვის სტუდია ,,never stop” მაყურებლის წინაშე ფლეშმობით წარსდგება.
♦️მარნეულის საბავშო ბაღები, მოწვეულ ანიმატორებთან ერთად წარმოადგენენ საკონცერტო ნომრებს.
♦️სკვერში წარმოდგენილი იქნება რეწვის კუთხე, სადაც ბავშვები კულტურის ცენტრის რეწვის პედაგოგ თენგიზ კაპანაძესთან ერთად გამოძერწავენ მინიატურულ ნამუშევრებს.
♦️სკვერში წარმოდგენილი იქნება ხატვის კუთხე, სადაც ბავშვები კულტურის ცენტრის მხატვარ თამარა ლეთოდიანთან ერთად ფერად ჩანახატებს შექმნიან.
♦️კულტურის ცენტრის დეკორატორი ირაკლი ნოზაძე იზრუნებს პატარების სახის მოხატვაზე.
♦️პატარები ფერადი ცარცებით მოხატავენ სკვერში არსებულ ფილაქანს.
?ღონისძიებაში მონაწილე ორგანიზაციები ,,Dream partner” და საქართველოს წითელი ჯვრის მარნეულის ფილიალი სხვადასვა თამაშობებს შესთავაზებს
პატარებს.
♦️ღონისძიების მეორე ნაწილში მოწვეული ანიმატორები: გუფი, მიკი-მინი, წითელქუდა, პეპი, ინდიელი, მეკობრე , ფიფქია, ჭიამაია და ყველაზე ყველაზე მაგარი ანიმატორი და წამყვანი უჯმა ბავშვებს არნახულ გართობას და სანახაობას ჰპირდება.
♦️ღონისძიებას საზეიმოდ დახურავს კულტურის ცენტრთან არსებული ბენდის კონცერტი.
????? და ბოლოს სანახაობრივი სიურპრიზი პატარებს ????
Amil Məmmədov2286 Posts
0 Comments