1264 ბავშვი შესაძლოა ბაღის გარეშე დარჩეს

bağca

ბავშვთა საერთაშორისო დღეს მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანება სკოლამდელი აღზრდის ცენტრთან ხმაური ისმოდა.  როგორც ირკვევა ქალაქის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო, დილიდან მოსახლეობას რიგში დგას, არ სურთ შვილები საბავშვო-ბაღის გარეშე დატოვონ. სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ერთი ოთახი მთლიანად დაკავებულია, თანამშრომლები ეზოში მუხლებზე ავსებენ ოფიციალურ დოკუმენტებს.

ქალაქის მასტაბით საბავშვო-ბაღებში მიღების მსურველი, 2014 ბავშვია, აქედან მუნციპალიტეტის მხოლოდ 750 ბავშვის მიღება შეუძლია. 1264 ბავშვი კი შესაძლოა საბავშვო ბაღის გარეშე დარჩეს, რადგან მშობლემა მათი შეყვანა სოფლის ბაღში ვერ მოახერხონ.

მარნეულის მუნციპალიტეტში ცამეტი საბავშვო ბაღია, 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა 104 300 ადამიანია, ხოლო 2015 წელს მარნეულში 1949 ბავშვი დაიბადა.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register