1 ივნისი – ბავშვათა დაცვის საერთაშორისო დღე მარნეულში

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მარნეულის მუნციპლაიტეტში კულტურის ცენტრის ეზოში საზეიმო ღონისძიება მოეწყო.
მარნეულის ,,კულტურის ცენტრმა პატარებს სხვადასხვა სახის აქტივობა შესთავაზა.
სტუმრად მისულ პატარებს ჯადოსნური ქალაქიდან სპეციალურად ჩამოსული მეზღაპრე ზუზუ მიესალმება. მოწვეულ ანიმატორებთან ერთად საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა საკონცერტო ნომრები წარმოადგინეს. სკვერში წარმოდგენილი იყო რეწვის, ხატვის კუთხე. პატარებს შეეძლოთ სახის მოხატვა.
მარნეულის კულტურის ცენტრის წარმოამადგენელი ზურა ხაფთანი გვიმხელს, რომ ღონისძიება სანახაობრივი სიურპრიზებით იქნება სავსე.
1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საფუძველი ჯერ კიდევ 1925 წელს, „ბავშვთა კეთილდღეობის შესახებ“ ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე ჩაეყარა, ხოლო 1950 წლიდან ეს დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments