2 ივნისის “დღის მეორე ნახევრის” ახალი ამბები რადიო “მარნეულის” ეთერში
რადიო “მარნეულის” ეთერშია დღის მეორე ნახევრის ახალი ამბები:
- დღეს სკოლის მოსწავლეები მარენეულელ ლიდერ ქალებს შეხვდნენ.
- არზუ ბაირამოვა ერთ-ერთია იმ მარნეულელ მეთორმეტეკლასელთაგან, რომლებმაც 2017 წლის საატესტატო გამოცდებზე უმაღლესი შეფასება მიიღეს.
- სახალხო დამცველი ახალ საინფორმაციო კამპანიას იწყებს სახელწოდებით “უსაფრთხო სათამაშო”, ამ ინიციატივის მიზეზად საქართველოში სათამაშოების უსაფრთხოებისა და მონიტორინგის კუთხით მძიმე მდგომარეობას ასახელებენ.
- 2000 მასწავლებელი უმაღლესი განათლების გარეშე სკოლებში ძირითად საგნებს ასწავლის.
- ჟურნალის აფგან მუხთარლის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქციები დღეს, 2 ივნისს, თბილისსა და ქუთაისში, პარლამენტის შენობებთან გამართეს.
- აზერბაიჯანის ინტერნეტ-ტელევიზიის kanal-13-ის დირექტორი დააკავეს.
- საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილი 11 ათასი მოსწავლე საგანგაშო რაოდენობა არ არის.
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments