“მარნეულის კულტურის ცენტრს” ნერვებს უშლიან

dapirisspireba

2017 წლის 2 ივნისს “მარნეულის კულტურის ცენტრი” საკუთარ ” ფეისბუქ-გვერდზე “განათლების ცენტრის-ჩაის სახლის ” დეირექტორ ემინ ახმედოვს ღიად დაუპირისპირდა.

“კულტურის ცენტრი” ემინ ახმედოვის შესახებ წერს, რომ ის ხშირად უარყოფითად აფასებს როგორც მათ საქმიანობას, ისე მარნეულში მიმდინარე პროცესებს.  “უარყოფითად შეაფასეთ მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის მუშაობა, ისე რომ საერთოდ არც ხართ ნამყოფი მარნეულის ბიბლიოთეკაში. გამოეხმაურეთ ბავშვთა დაცვის დღეს და სინანულით აღნიშნეთ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში არ აღინიშნა ეს დღე”  – ნათქვამია “კულტურის ცენტრის” განცხადებაში.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა კომენტარები, სადაც “განათლების ცენტრის-ჩაის სახლის” წარმომადგენელი მურად მურადოვი აღნიშნავს, რომ კრიტიკა კულტურის სახლის ნესტიან სარდაფში არსებულმა 30 000 წიგნმა გამოიწვია. მურადოვი ემინ ახმედოვის პირველი ივნისის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტსაც ეხება და ამბობს, რომ იქ საუბარია ბავშვების განვითარებისთვის საჭირო გარემოზე.

ემინ ახმედოვის ფეისბუქ-გვერდზე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატუსში საუბარია მარნეულელი პატარებისთვის პარკის დაარსებაზე, რომელიც ატრაქციონებით მდიდარი იქნება. “დღეს 1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა მარნეულს, რომელსაც 30 000-მდე მოსახლეობა ჰყავს ბავშვების განვითარების, მსოფლმხედველობისა და მათი დროს სასარგებლოდ- სასიამოვნოდ გატარებისთვის არანაირი შესაძლებლობა არ არის. საქმე იმაშია, რომ ცოტა თანხით შესაძლებელია პატარა ატრაქციონების მდიდარი პარკის დაარსება, ისეთი რთულიც არ არის. იმედია ეს როდესმე მოხდება მარნეულში ” წერს ემინ ახმედოვი.

emin axmedov

როგორც ირკვევა ემინ ახმედოვს საკუთარ ფეისბუქ-სტატსუსში ყურადღება აქვს გამახვილებული ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნაზე და მასში არაფერია ნათქვამი იმაზე თუ როგორ აღინიშნა მარნეულში ბავშვთა დაცვის დღე.

სოციალურ ქსელში “მარნეულის კულტურის ცენტრის” და ემინ ახმედოვის დაპირისპირება მუნციპალიტეტის ახლადგახსნილი ბიბლიოთეკის წიგნის ფონდის შევსების დროს დაიწყო. მარნეულის ბიბლიოთეკაში საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბილიოთეკამ და მისმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ  წიგნები მიიტანა.  სწორედ აღნიშნული აქტივობის ფესიბუქ-პოსტის ქვეშ დაიწერა, რომ მარნეულის კულტურის სახლის სარდაფში არსებობს 32 000-მდე წიგნი, რომელთა ახალ ბიბლიოთეკაში გადატანა იყო მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ თოფჩიშვილის დაპირება.  ემინ ახმედოვმა და ადგილობრივმა აქტიური ახალგაზრდების ნაწილმა პროტესტი გამოთქვა თუ რატომ არ ხდება ამ წიგნების დროულად დახარისხება და ბიბლიოთეკაში გადატანა. მარნეულელებს ასევე აინტერესებდათ რა პრინციპით უნდა მოხდეს წიგნების გადარჩევა და ვინ გასაზღვრავს მათ აქტუალურობას.  კომენტარებს უპასუხეს “მარნეულის კულტურის ცენტრის” დირექტორმა ნატო შავიშვილმა და თანამშრომლებმა, პოსტს გამოეხმაურა მარნეულის ბიბლიოთეკის დირექტორი ლანა ხარაიშვილი. მათი თქმით, კულტურის სახლის სარდაფიდან ბიბლიოთეკაში წიგნების გადატანა მიმდინარეობს და ეს ხანგრძლივი პროცესია, აღნიშნულში კი ჩართულია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

kekelidze

2017 წლის 2 ივნისის  “მარნეულის კულტურის ცენტრის” ფეისბუქ-პოსტს გამოეხმაურა რადიო “მარნეულის” ჟურნალისტი და მხარეებს მოუწოდა დისკუსია რადიოს ღია ეთერში წარემართათ.  თუმცა, ” მარნეულის მუნციპალიტეტის კულტურის ცენტრის” დირექტორმა ნატო შავიშვილმა აღნიშნულზე უარი განაცხადა.

nataliko

რადიო “მარნეული” თემაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე კვლავ ძალაში ტოვებს შეთავაზებას.  “კულტურის ცენტრის” მიზნები დარეკლამებული პოსტით ”  sponsored ” რადიოს ინტერესებს ერთი შეხედვით უნდა ემთხვეოდეს, რაც შეიძლება  მეტმა ადამიანმა გაიგოს ვინ და რატომ აკრიტიკებს “მარნეულის კულტურის ცენტრს”.

Capture

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register