ძიუდოისტ ვაჟებს შორის შეჯიბრება მარნეულში

shejibreba

2017 წლის 3 ივნისს , მარნეულში,სპორტულ კომპლექს „ათა ჰოლდინგ საქართველოში“გაიმართა თენგიზ ნავერიანის სახელობის საკლუბო ჩემპიონატი 2001–2003 წლებში დაბადებულ ძიუდოისტ ვაჟებს შორის.
შეჯიბრის ჩაატარა საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ფედერაციამ, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მარნეულის თვითმმართველობასთან ერთად. შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო მოხელეები, შეჯიბრს მარნეულის მუნციპალიტეტის გამგებლის მერაბ თოფჩიშვილის გარდა ადგილობრივი თვითმმართევლობის ყველა მაღალი თანამდებობის პირი ესწრებოდა.

ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელი დავით ქევხიშვილი ტურნირის მნიშნვნელობაზე საუბრობს.
შეჯიბრება ვაჟთა შორის 55კგ, 60კგ, 66კგ, 73კგ და 73+კგ წონით კატეგორიებში, გუნდურ პირველობაში გაიმართა.

შეჯიბრებაში სულ 23 გუნდი იღებდა მონაწილეობას, მათგან გამოვლინდა პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები,  პირველი ადგილი დაიკავა ქარელის გუნდმა “ხაბარელი”, მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა “ჯორჯია”, ხოლო მესამე ორმა გუნდმა  თბილისის “ფალავანი 8” და მარნეულის გუნდმა “ნავერიანი” გაინაწილა. გუგა ბაიაძე პირველ ადგილზე გასული გუნდის მოჭიდავეა.
აღნიშნული ტურნირი ტრადიციული ხასიათისაა და წელს უკვე მეშვიდედ იმართება.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register