ჟვანიას სკოლა მარნეულელებს კვლავ გადაამზადებს
დღეს 29 ოქტომბერს სსიპ – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებმა მარნეულში ღონისძიება გამართეს. ღონისძიება ემსახურებოდა რეგიონში საჯარო მოხელეების და განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების გადამზადებას.
ეს სკოლა განსაკუთრებულ ყურადრებას უთმობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით ხელს უწყობს მათ სამოქალაქო ინტეგრაციას.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სისტემატურად ახორციელებს კვლევებს, რათა გამოავლინოს საჯარო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა საჭიროებები ახალი პროგრამების დანერგვისა და სახელმწიფო მოხელეთა პროფესიული განვითარების მიზნით.
Amil Məmmədov2286 Posts
You may also like
0 Comments