ჟურნალისტები ტომარებით თავზე: აფგან მუხტარლის მხარდამჭერი აქცია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე

netgazeti2

ჟურნალისტებმა მათი კოლეგის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად პარლამენტში აქცია გამართეს. მათ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მოულოდნელად თავზე ტომრები ჩამოიცვეს.

როგორც ცნობილია აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ მან თბილისიდან ბაქომდე სწორედ თავზე ტომარა ჩამოცმულმა იმგზავრა, მას შემდეგ რაც ის საქართველოს დედაქალაქიდან გაიტაცეს.


netgazeti

ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტი აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად, 6 ივნისი 2017 © გუკი გიუნაშვილი/ნეტგაზეთი


“კეთილი. ჩვენთვის თქვენი გზავნილი გასაგებია და ჩვენც როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი მოწოდებულები ვართ, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ამ საქმის გამოძიება”, – ასე უპასუხა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ ჟურნალისტების პროტესტს.

ამის შემდეგ ევროპული საქართველოს წევრმა სერგო რატიანმა დააყენა კომიტეტში აფგან მუხთარლის საქმეზე მსჯელობის საკითხი. მისი თქმით, კომიტეტს საკუთარი ინიციატივით ძალოვანი უწყების წარმომადგენლებიც უნდა დაებარებინა “ჟურნალისტის გატაცების” საქმეზე.

უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტების პერფორმანსს ლეგიტიმური უწოდა, თუმცა მისი თქმით, პოლიტიკოსებმა თავი უნდა შეიკავონ დროზე ადრე დასკვნების გაკეთებისაგან.

საბოლოოდ მუხთარლის საკითხი კომიტეტის დღის წესრიგში არ ჩასვეს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს დღეს პარლამენტში გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევიც ესწრებოდა. პოზიციის გამოხატვას, როგორც ჩანს, ნეტგაზეთის მიერ გადაღებულ ვიდეოში მან საკუთარ ტელეფონში ყურება აირჩია.

 

წყარო: http://netgazeti.ge/

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register