ქვემო-ქართლის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ყავს
აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელად გადაიყვანეს
აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსი” წერს შინაგან საქმეთა სამინისტროში გავრცელებულ ინფრომაციის დაყრდნობით.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული გადაადგილება საპატრულო პოლიციის როტაციის ფარგლებში მოხდა.
”საქართველოს მასშტაბით საპატრულო პოლიციაში მიმდინარეობს როტაცია და საკადრო გადაადგილებები, რის საფუძველზეც აჭარის პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე დაინიშნა ქვემო ქართლის პოლიციის უფროსად”, – განაცხადეს შსს-ში.
წყარო:http://www.interpressnews.ge
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments