“თანამონაწილეობის ბიუჯეტის” შეფასება და მონიტორინგი

სამოქალაქო ბიუჯეტის შეფასება და მონიტორინგი ამ საკიტში დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. პოლონური ორგანიზაციის „სხვა სივრცის“ წარმომადგენლებმა  შეხვედრა ჩაატარეს.

სამოქალაქო ბიუჯეტი მარნეულის მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან ტარდება. ორი წლის მანძილზე პოლონური ორგანიზაციის დახმარებით და თანადგომით ხორციელდებოდა.

წელს სამოქალაქო ბიუჯეტი მუნიციპალიტეტმა თავად უნდა დააორგანიზოს და ჩაატაროს.

ორგანიზაცია „სხვა სივრცეს“ საქართველოს კოორდინატორი ურსულა მაჟესკას თქმით საჭიროა მონიტორინგის მექანიზმების ჩამოყალიბება. ამ ორ წლიანი მუშაობის დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასებით:

„ მესამე წელს ჩვენ აღარ ჩავერევით სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელებაში. უბრალოდ მოვამზადებთ მონიტორინგის მექანიზმების შემუშავებაში და ვიმუშავებთ მხოლოდ მოსახლეობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან“

კოორდინატორის თქმით სამოქალაქო ბიუჯეტის ყველაზე მთავარი ამოცანა, მოქალაქეების ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმვაში.

დემოკრათ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე ოლგა ენდელაძე აქტიურად იყო ჩართული 2016 წლის პროექტის პოპულარიზაციაში. დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა

დღეს შეკრებილები არიან ძირითადათ კოორდინატორები რომლებიც შარშანდელ პროექტში მონაწილეობდნენ.  მუნიციპლაიტეტის ინფრომატრუქტურის განყოფილებამაც გააკეთა შეფასება. ახლა ჩვენ ვართ მონიტორინგის მექანიზმების განხილვაში. ჯერ მხოლოდ თეორიული მიდგომა, შეიძლება შემდეგში ამ ყველაფრის პრაკტიკაში გადატანაზეც ვისუაბრებთ. შეფასება გაკეთდა პრინციპში კარგი. ობიექტური: პროეკქტების მონაწილეები რატომ იყვნენ უკმაყოფილები, რატომ ვერ ჩაჯდნენ ვადებში. „- 

პროეკქტის ავტორების აზრით თანამონაწილეობის ბიუჯეტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.  რადგან მოსახლეობის მონაწილეობის ტენდენცია აღინიშნება.

 

ფარვინ აბდულაევი

თიქო დავაძე

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register