გასვლითი სხდომით მარნეულს რეგიონული კომიტეტი ესტუმრა

sxdoma

9 ივნისს, მარნნეულის მუნციპალიტეტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს კონსტიტუციაში შესული ცვლილებები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების, “საქართველოს საარჩევნო კოდექსისა“ და საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილები.  საქართველოს პარლამენტის, ქვემო ქართლის გუბერნიის და ადგილობრივი თვითმართვლობის წევრები სხდომაზე ქვემო ქართლის ფერმერებს შეხვდნენ.  

შეხვედრა ფერმერებისთვის დამღლელეი აღმოჩნდა, ვინაიდან მათ რამდენიმე საათის მანძილზე ლოდინი მოუწიათ.ლოდინის დროს ფერმერები საკუთარი პრობლემების შესახებ გვესაუბრნენ.

სხდომაზე მარნეულის მუნციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ თოფჩიშვილმა საკუთარი მუშაობის ოთხი წელი შეაჯამა და განხორცილებეული სამუშაოები დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა. როგორც ის ჩვენთან საუბარში აღნიშნავს მუნიციპალიტეტისთვის პრობლემად რჩება სასმელი წყალი. 

გასვლითი სხდომას ესწრებოდა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი.  ჩვენ მას საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ვკითხეთ და ასევე გვაინტერესებდა რატომ არ მოხდა საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვა მარნეულში.

შეხვედრას ესწრებოდა  ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რომელსაც  მარნეულში არშემდგარი საკონსტიტუციო ცვილებების შესახებაც ვკითხეთ. როგორც აღმოჩნდა მან ამ დრომდე არ იცის რომ საყოველთაო განხილვები დასრულდა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა მარნეულში ოვაციების ფონზე მიმდინარეობდა , ტაში კონსტიტუციაში ოჯახის დეფინიციამ და უცხოლებზე მიწების არ მიყიდვამ დაიმსახურა.

ეს იმ ფონზე როდესაც ვენეციის დასკვნით ერთი და იმავე სქესის წყვილების სამართლებრივი აღიარება სავალდებულო ევროპული სტანდარტია და სახელმწიფომ უნდა შემოიღოს სამოქალაქო პარტნიორობის მექანიზმი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი ან რადიო მარნეულს ატყუებს, ან დღევანდელ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register