კონკურსის „სხვა საქართველო სად არის“ მეორე ტური გაიმართა.
დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში კონკურს-ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“ მეორე ტური გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობას ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა შემსრულებლები იღებენ. კონკურსის მონაწილეებს ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები აფასებდნენ.
ფესტივალის გალა–კონცერტი 13 ივნისს გაიმართება, სადაც გამარჯვებულ კონკურსანტებს ორგანიზატორებისა და საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელით სხვადასხვა პრიზები გადაეცემათ.
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments