მარნეულში “ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან” დაკავშირებით ფოტოგამოფენა გაიმართა

usaqlar gunu

12 ივნისს მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით „ბავშვთა უფლებების დაცვის“ თემაზე სკოლის მოსწავლეებისათვის ფოტოკონკურსი გაიმართა. კონკურსი ევროკავშირის ფინანსური დახმარებით „ბავშვთა უფლებების დაცვისათვის ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა ფოტოები (ფოტო ფორტრეტი, ფოტო მოთხრობა) გაამზადეს. კონკურსის თემა ბავშვთა მიმართ ძალადობა, ადრეულ ასაკში ქორწინება, ბავშვთა შრომა და ბავშვთა განათლების უფლებებს ეხებოდა. ფოტო კონკურსამდე იურისტი სახავათ ოსმანოვი „ბავშვთა უფლებების დაცვის“ თემაზე სემინარი ჩაატარა.

გადაღებულმა ფოტოებმა კუტეებში ბავშვთა უფლებების დაცვის თემაზე იყო მიძღვნილი. გამოფენა 12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს გაიმართა და გამოფენილი 30 ფოტოდან 3 კონკურსის გამარჯვებული გახდა. გამოფენილი ფოტოები კომისიის წევრებმა შეაფასეს. გამარჯვებულმა მოსწავლეებმა I, II, III ადგილები გაანაწილეს. I ადგილის მფლობელი ალგეთის N-1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე სარხან რზაევი, II ადგილის მფლობელი სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე სონა მუხაევა და III ადგილის მფლობელი სოფელ ქუთლიარის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნიჰატ მამედოვი გახდა. გამარჯვებულმა სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი სიხარული ჩვენ გაგვაზიარეს.

ჟიურის წევრი აკიფ ხანსულთანლიმ აღნიშნა, რომ გამოფენილი ფოტოების არჩევა ძალიან რთული იყო. იმიტომ რომ ყველა ფოტო თავისთავად ლამაზი იყო. მაგრამ ამ ფოტოებიდან 3 ავარჩიეთ. მე მჯერა რომ ახალგაზრდების წარმატება ამით არ დამთავრდება და გაგრძელდება.

მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის კოორტინატორი გიულბენ ალიევამ აღნიშნა რომ ეს დღე სპეციალურად იმიტომ აირჩიეს კონკურსისთვის რომ ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის დღე იყო.

კასუმლოს საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე არზუ ბაირამოვამ აღნიშნა რომ კონკურსში მონაწილეობა ძალიან უხარია.

ღონისძიების ბოლოს გამარჯვებულებს პატარა საჩუქრები გადასცეს.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register