1320 მარნეულელი გენდერული კვოტირების მომხრეა
პარლამენტში გენდერულ კვოტირებაზე კანონპროექტი შეიტანეს
არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შემდგარ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა საქართველოს პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი გენდერულ კვოტირებაზე, რომელსაც თან ერთვის საქართველოს მასშტაბით 37 455 ამომრჩეველის ხელმოწერა.
კანონპროექტი გულისხმობს 2 ორგანულ კანონში – საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას და დროებითი ზომების მიღებას ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად.
ცვლილების მიხედვით, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებული იქნებიან, საარჩევნო სია ისე დააკომპლექტონ, რომ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი იყოს.
37 ათას ამომრჩეველს შორის 1320 მარნეულელია, რომლებიც გენდერული კვოტით ქალების პოლიტიკაში გაძლიერებას უჭერენ მხარს. მარიამ სამხარაძე ერთ-ერთი მათგანია, მისი თქმით გენდერული კვოტა აუცილებელია. მარიამ სამხარაძე პარლამეტისგან გენდერული კვოტები შესახებ კანონპროექტის მიღების ელოდება და ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ორგანო ხალხის აზრს გაითვალისწინებს.
ჩვენ დავინტერესდით რას ფიქრობენ მარნეულელები პოლიტიკაში ქალების ჩართულობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა მომხრეა პოლიტიკაში ქალთა გაძლიერების, საქართველოს პარლამენტში ქალთა რაოდენობა მხოლოდ 16% შეადგენს.
You may also like
0 Comments