მარნეულში ახალგაზრდებისთვის აკადემია გაიხსნა
12 ივნისს მარნეულის მუნციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის აკადემია გაიხსნა. ორგანიზაცია ახალგაზრდების ცნობიერების, ცოდნისა და მსოფლხედველობის ამაღლებას ისახავს მიზნად. აკადემია საზეიმო კონცერტით გაიხსნა, დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის დეპუტატები, რუსლან გაჯიევი და თამაზ ნავერიანი, გარდაბნის მაჟორიტარი სავალან მირზოევი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი და ადგილობრივი საჯარო პირები. გახსნის ცერემონიალზე მოსწავლეებმა პატრიოტულ მოტივებზე დაწერილი შემოქმედება გააცნეს საზოგადოებას.
როგორც აკადემიის გახსნაზე მისული სტუმარი გიულბენ ალიევა ამბობს ასეთი ტიპის სივრცე დიდ როლს ითამშებს ახლაგაზრდების აქტიურ ცხოვრებაში.
აკადემია ადგილობრივ ახალგაზრდებს დაეხმარება მეტი სტუდენტი გახდეს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების მონაწილე, ხელს შეუწყობს მათ სპორტულ და სამეცნიერო განვითარებას.
By Youth Academy
By Youth Academy
You may also like
0 Comments