სკოლამ უნდა უზრუნველყოს განათლების უფლების რეალიზაცია სახელმწიფოში
2016 წლის ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევის თანახმად ბავშვებისთვის დამაზიანებელ შრომით საქმიანობაში ქვეყანაში 24 000 ბავშვია ჩართული, მათ შორის, ბავშვების 64% სახიფათო შრომით საქმიანობას ასრულებს. 4700 ბავშვს სახიფათო დანადგარებთან და ინსტრუმენტებთან უწევს შეხება. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად , მხოლოდ 2016 წელს სკოლა, შრომით საქმიანობაში ჩართულობის გამო, 1165-მა ბავშვმა მიატოვა, თქმით სურათი კიდევ უფრო მძიმდება, თუ გავიხსენებთ, რომ ეროვნულ კვლევაში არ მოხვდა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, რომელთა სრული უმრავლესობაც შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლია. სტატისტიკაში არ არის მოხსენიებული მარნეულის მნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა,მარნეულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი ამ საკითხთან დაკავშირებით არ ფლობს ინპორმაციას.
ჩვენ ვესაუბრეთ დემოკრატ ქალთა საზოგადოგადოების თავმჯდომარეს ,ოლგა ენდელაძეს, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით მუშაობს. იგი საუბრობს სკოლის იმ ვალდებულებაზე ,რამაც უნდა უზრუნველყოს განათლების უფლების რეალიზაცია სახელმწოფოში.
მივე თქმით: ” არსებობს რეპერირების ახალი მექანიზმი, რომელიც თხოვს ყველა დაწესებულებას, რომ გამოვლენილი იყოს რამდენად ხდება ძალადობის ფაქტები, ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური. ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევაში ბავშვი კარგავს საკუთარი განათლების უფლებას, ამიტომაც უნდა იყოს რეპერირების მექანიზმი სკოლის მიერ დარეგულირებული”
საქართველოს ბავშვებისა და ახალგაზრდობის კოალიცია მოუწოდებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გააძლიეროს ბავშვთა შრომის გამო განათლების მიტოვების პრევენცია და აღრიცხვა. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ყველა სხვა პასუხისმგებელ ორგანოს, მოახდინოს შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევებზე ეფექტური რეაგირება, გაამკაცროს უკანონო შრომითი მიგრაციისა და ბავშვთა ტრეფიკინგის აღმოფხვრის ღონისძიებები.
“სათემო რადიო მარნეულის მედია ლაბორატორია” ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ პროექტის „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვისათვის საქართველოში“ ფარგლებში.
„გადაცემა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ ავტორები და შესაძლოა გადაცემის შინაარსი არ ასახავდეს ევროკავშირისა და ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” პოზიციებს.“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments