კონკურს-ფესტივალი “სხვა საქართველო სად არის” დასრულდა
13 ივნისს, მარნეულის კულტურის ცენტრში კონკურს-ფესტივალი “სხვა საქართველო სად არის” გალა კონცერტით დასრულდა. ფესტივალში მონაწილეობას ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა შემსრულებლები იღებენ. კონკურსის მონაწილეებს ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები აფასებდნენ. გრამპრის მფლობელი თორნიკე ბიწაძე გახდა, ხოლო რამოდენიმე მონაწილეს სიგელები გადაეცათ.
კონკურს-ფესტივალი “სხვა საქართველო სად არის” მარნეულის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, კულტურის სახლში უკვე მეორე წელია ხორციელდება.
0 Comments