სახალხო დამცველის რეკომენდაციები საარჩევნო ხარვეზების აღმოფხვრისათვის

4

საქართველოს სახალხო დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციების, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო პროცესის მონიტორინგისას აღმოჩენილი გამოწვევების შესახებ სპეციალური კვლევა და ხარვეზების აღმოფხვრისათვის აუცილებელი რეკომენდაციები წარუდგინა; რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 2017 წლის ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებით.  

სახალხო დამცველის მოსაზრებით, კენჭისყრის პროცესში არსებული დარღვევების აბსოლუტური უმრავლესობის აღმოფხვრა შესაძლებელია საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული გადამზადების შედეგად. არჩევნების მონიტორინგის პროცესმა აჩვენა, რომ ამომრჩევლის ინფორმირებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა არ იყო საკმარისი, რამაც ამომრჩევლების ნაწილს, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ბევრი უპასუხო კითხვა გაუჩინა. აღსანიშნავია ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა, სადაც პოლიციის მუშაკები საწყის ეტაპზე დანაშაულებრივი ქმედებების დამკვირვებლის როლით კმაყოფილდებოდნენ.

კვლევა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ პროექტის „ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების მონიტორინგი საარჩევნო პერიოდში“ მხარდაჭერით განხორციელდა.

მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველის რეკომენდაციები წარედგინა საქართველოს პარლამენტს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.

საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებია:

  • დაიწყოს საკანონმდებლო რეგულაციებზე მუშაობა კენჭისყრის პროცესების ბიომეტრიულ მეთოდზე გადასაყვანად. ამასთან, შემუშავდეს მეთოდოლოგია და რეკომენდაციები, გადამზადდეს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები; გადაიხედოს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა მომზადების სტანდარტები
  • საქართველოს სახალხო დამცველს და მისი სპეციალური რწმუნებით აღჭურვილ პირებს კანონით მიეცეთ კენჭისყრის მიმდინარეობისას საარჩევნო უბნებზე დაუბრკოლებლად შესვლის და აუცილებელი ინფორმაციის დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლება
  • ადმინისტრაციულ ორგანოს კანონმდებლობით შეეზღუდოს წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლობის მომსახურების შესყიდვა „საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით“, რაც შესაძლოა ირიბად ემსახურებოდეს სამთავრობო გუნდის წინასაარჩევნო ინტერესებს
  • უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო კოდექსი, რომლის მიხედვით, კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესში პოლიციის მუშაკები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა იმყოფებოდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც მათი ყოფნა აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთის ან მისი დაცვისათვის; პოლიციის მუშაკებმა კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორია უნდა დატოვონ ასეთი აუცილებლობის აღმოფხვრისთანავე
  • მოახდინოს დროული, ეფექტური და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისი რეაგირება ძალადობის გამოვლინების თითოეულ ფაქტზე
  • უზრუნველყოფილი იყოს, რომ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან არ მოხდეს ძალის გადამეტება, ხოლო გადამეტების ან არასათანადო რეაგირების შესახებ მიღებულ ყველა შემთხვევაში ჩატარდეს დროული და ეფექტიანი გამოძიება
  • პენიტენციურ დაწესებულებაში დანერგოს ეფექტიანი სისტემა, რომლის მიხედვითაც პენიტენციურის დაწესებულებები შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს მიაწვდიან არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე მსჯავრდებულების სრულყოფილ სიას

წყარო: http://www.ombudsman.ge

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register