დავით ბაქრაძემ პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ნატო–ს კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გამართა

IMG_7122

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე პროექტის ,,დაბრუნებასკოლაში“ (Back to school) ფარგლებში პირველ კლასიკურ გიმნაზიას ეწვია. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ინიცირებული პროექტი მაღალი თანამდებობის პირების, ცნობილი ადამიანების საკუთარ სკოლებში მოსწავლე-ახალგაზრდობასთან და პედაგოგებთან შეხვედრებს ითვალისწინებს.

 

მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ამ პროცესთან დაკავშირებულ ვალდებულებებსა და იმ სარგებელზე, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მოაქვს საქართველოსთვის.

 

სახელმწიფო მინისტრის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში სტუმრობა ნატოს კვირეულის ფარგლებში განხორციელდა.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register