მარნეულელი მოზარდი ქსელური თამაშის ზეგავლენის ქვეშ მოექცა

topebis_masala_

მარნეულის სოციალური სამსახურის სააგენტოს მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქსელური თამაშების შემთხვევა მარნეულიც დაფიქსირდა. საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ქსელუი თამაში, რომლის ძირითად მომხმარებლებს არასრულწლოვნები წარმოადგენენ თამაში გავრცელებულია რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თამაშის პრინციპის თანახმად, მოთამაშე ე.წ. კურატორისგან ეტაპობრივად იღებს რამდენიმე ათეულ, სხვადასხვა შინაარსის დავალებას, რომელიც ბავშვის ფსიქიკაზე დამღუპველად მოქმედებს. როგორც აღვნიშნეთ ქსელური თამაშის 1 შემთხვევა მარნელშია დაფიქსირებული ,ამიტომ ამისთვის ჩვენ აბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრ, ფსიქოთერაპევტს, ქეთი აბდუშელიშვილის ვესაუბრეთ, რომელმაც სკოლის და მშობლის იმ როლზე ისაუბრა, რამაც უნდა მოახდინოს მსგავსი თამაშების პრევენცია.

შინაგან საქმეთა სამინისტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ  მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს და სსკ-ს 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენებას გულისხმობს.გამოძიების მთავარ ინტერესს წარმოადგენს იმ გარემოების დადგენა, თუ რამდენად არის შემხებლობაში ინტერნეტში გავრცელებული თამაში ქართულ ინტერნეტსივრცესთან.

შინაგან საქმეთა სამინისტოს განცხადებაში ასევე წერია , რომ დანაშაულის პრევენციის მიზნით, შს სამინისტრო მოუწოდებს ინტერნეტმომხმარებლებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ თემაზე ინფორმაციის ფართოდ გავრცელებისგან, რამაც, შესაძლოა, თავის მხრივ, მოზარდებში აღნიშნული თამაშის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.

 

 

სათემო რადიო მარნეულის მედია ლაბორატორიახორციელდება ევროკავშირის  მხარდაჭერით, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ პროექტის „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვისათვის საქართველოში“ ფარგლებში.

 „გადაცემა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის  შინაარსზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ ავტორები და შესაძლოა გადაცემის შინაარსი არ ასახავდეს ევროკავშირისა და ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” პოზიციებს.“

media

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register