99 ვაკანტური ადგილი ჯერ არ შევსებულა

marneuli_drosha

მარნეულის თვითმმართველობაში 99 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ კონკურსზე გასაუბრებების დასრულების შემდეგ  9 დღეა გასული,  გადაწყვეტილება კი სპეციალურად შექმნილ კომისიას ჯერ კიდევ არ მიუღია, მარნეულის გამგეობის ადმინისტრაციული სმსახურის უფროსის ნინო დეკანოიძის თქმით კომისიას დღეს უნდა მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება მაგრამ წევრების არასრული დასწრების გამო პროცესი ხვალისთვის გადაიდო.

ასევე ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თქმით იმ ვაკანტურ ადგილებზე რომლებიც შესაძლებელია არ შეივსოს მიღებები ხელმეორედ გამოცხადდება, მაგრამ თუ როდის მოხდება ეს, დეკანოიძისათვის უცნობია.

თვითმმართველობაში კონკურსი გამოცხადებული იყო 99 ვაკანტურ თანამდებობაზე, საედანაც ორი პოზიცია საკებულოსია დანარჩენი  97 კი გამგეობის. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსს მარნეულში 191 ადამიანიდან თავი წარმარმატებით 84-მა გაართვა შესაბამისად გასაუბრებაზეც 84 კანდიდატი იყო წარდგენილი.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register