საჯარო მოხელემ პიკნიკზე შეკრებილ ქუთლიარლებს შეაგინა

kurtlar[1]

საჯარო მოხელემ პიკნიკზე შეკრებილ ქუთლიარლებს შეაგინა

ქუთლიარის ადმინისტრაციული ერთეულის  კოორდინაციის სამსახურის სპეციალისტი მეხთი ყურბანოვი 20 ივნისს ქუთლიარელ მოსახლეობასტან ერთად ბუნებაში დაბადების დღეს აღნიშავდა. ქუთლიარელები ვიდეოს  უღებდნენ სპეციალურ სტუმარს , რომელიც საზე უკარვდა.  ამ დროს ყურბანოვმა ქუთლიარის მოსახლეობას ბილწი სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენა.

ამ საკითხთან დაკავშირებით 21 ივნისს გამგეობის შენობასთან ქუთლიარის მოსახლეობა მეხტი ყურბანოვის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბა. გამგეობის შენობის წინ შეკრებილ მოსახლეობას, რომლებიც მეხთი ყურბანოვის გათავისუფლებას მოითხოვდნენ მარნეულის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი შეხვდა.

ვითარებაში გარკვევის მიზნით რუსთავიდან მარნეულში ქვემო-ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი ჩამოვიდა. მისი თქმით სიტუაციაში გარკვევაა საჭირო. თუმცა შეკრებილ მოსახლეობასთან ზაურ დარგალს „ევროპული საქართველოს“  წევრი ახმედ იმამკულიევი საუბრის საშუალებას არ აძლევდა.

ჩვენ დავუკავშირდით მეხთი ყურბანოვს, რათა მისი პოზიია გაგვეგო, მან რადიო „მარნეულის“ ეთერში ქუთლიარელ მოსახეობას ბოდიში მოუხადა.

რადიო „მარნეული“ ამ ფატს თვალ-ყურს მიადევნებს და მომავალ გამოშვებებში გაგაცნობთ ადგილობრივი ტვიტმმართველობის გადაწყვეტილებას.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register