რადიო “მარნეულს” “ჭკუას ასწავლიან”
21 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ ქუთლიარის მოსახლეობა შეიკრიბა და ქუთლიარის ადმინისტრაციული ერთეულის კოორდინაციის სამსახურის სპეციალისტის მეხთი ყურბანოვის გათავისუფლება მოითხოვა.
ტრადიციულად რადიო “მარნეულის” ჟურნალისტები მოვლენას აშუქებდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ მოსახლეობასთან ერთად იმყოფებოდნენ მარნეულის მუნციპლაიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი , მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები და “ევროპული საქართველოს” წევრი ახმედ იმამყულიევი.
აღნიშნულ პროცესში რადიო “მარნეულის” ჟურნალისტები იღებდნენ მონაწილეობას და მომხდარის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით მასალის შეგროვებას ცდილობდნენ.
მარნეულის მუნციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის დაცვა შეეცადა ჟურნალისტისთვის იმ მობილური ტელეფონის წართმევას, რითაც ვიდეოს იღებდა, აღნიშნულზე ჟურნალისტმა გამგებელ მერაბ თოფჩიშივლს რეაგირებისკენ მოუწოდა. მიუხედავად ამისა, გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი რადიო “მარნეულის” ჟურნალისტს ეუბნება, რომ მას გაფრთხილების გარეშე არ აქვს საჯარო დაწესებულებაში შესვლის და იქიდან ამ აქციის გადაღების უფლება , მიუთითებს რომ ეს ელემენტარული ჟურნალისტური ეთიკაა !
ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობას არ შეწინააღმდეგებია “ევროპული საქართველოს” წევრი ახმედ იმამყულიევი, პირიქით მან გამგებელს მოუწონდა რეალურ პრობლემას დაბრუნებოდა და ჟურნალისტებისთვის თავი დაენებებინა. ამ ფაქტს დაემატა ისიც, რომ რადიო “მარნეულს” Facebook-ზე ახმედ იმამყულიევმა მისწერა შეტყობინება , სადაც რადიო სადგურს შესთავაზა საკუთარი ხედვა- თუ როგორ აჯობებდა ვიდეოს მსმენელისთვის(მაყურებლისთვის) გაზიარება.
რადიო “მარნეული” მხარეებს მოუწოდებს მომავალში თავი შეიკავონ ჟურნალისტურ საქამიანობაში ხელის შეშლისაგან და მედიის მუშაობაში ჩარევის მცდელობისგან.
რადიო “მარნეული” წარმოადგენს დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციას, რომლის სარედაქციო პოლიტიკას წყვეტს არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი ან საჯარო მოხელე, არამედ რადიო სადგურის მენეჯმენტი ჟურნალისტებთან ერთად !
You may also like
0 Comments