1 ნოემბერს ქონების გადასახადის დეკლარირების ვადა იწურება

rs

1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირების მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა.

გადასახადის გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომელსაც კანონი ავალებს დეკლარაციის შევსებას, მიეკუთვნება ფიზიკური პირი, თუ მისი და მისი ოჯახის წევრების ჯამური წლიური შემოსავალი საანგარიშო პერიოდის წინა კალენდარულ წელს აღემატება 40 000 ლარს, საკუთრებაში აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ქონება – დასაბეგრი ქონება – და არ სარგებლობს ამავე კოდექსით განსაზღვრული შეღავათებით.

მიღებულ შემოსავლებში იგულისხმება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, დარიცხული და არა ხელზე აღებული ხელფასი და ა.შ.   ამ კატეგორიას მიკუთვნებული ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ქონების გადასახადის დეკლარაცია არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

 

 

კალენდარული წლის 1 ნოემბერს დეკლარაციის წარდგენა და 15 ნოემბერს კუთვნილი გადასახადის გადახდა ევალებათ მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებსაც.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ მისამართზე:

მარნეულის სერვის ცენტრი

ქ. მარნეული, რუსთაველის №73

ელ.მისამართი  info@rs.ge

ასევე, დარეკეთ ცხელ ხაზზე:   SAINFORMACIO  2 299 299

 

წყარო: შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდი

ავტორი: თამარ მჟავანაძე

რადიო მარნეული [huge_it_share]

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register