აიაზ მამედოვი თანამდებობაზე არ დაუნიშნავთ

nnnnnnnnn

23 ივნისს, პარლამენტის დეპუტატებმა და სხვა პოლიტიკოსებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აიაზ მამედოვი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ახალი წარმომადგენელია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში (ქვემო ქართლის რეგიონი). ჩენ შევეცადეთ აიაზ მამედოვისგან ინტერვიუ აგვეღო, მან პირველ ჯერზე გვითხრა რომ დღის მანძილზე შეძლებდა ჩვენთან საუბარს, თუმცა მას ჩვენთვის აღარ უპასუხია.

გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მისიტრის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს მანანა მჭედლიშვილთან ვსცადეთ , მან პირველად ჩვენგან გაიგო აიაზ მამედოვის შესახებ გავცელებული ინფორმაცია. მჭედლიშვლის თქმით აიაზი დროებითი მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას იკავებს.

აიაზ მამედოვის წინამორბედმა ზაურ დარგალმა თაბამდებობა 2017 წლის მაისის თვეში დატოვა, როგორც სამინისტროში გვეუბნებიან ამ პოზიციაზე 5 სამუშაო დღეში, 1 ივლისიდან გამოცხადდება კონკურსი, ხოლო მთელი სამი თვე ისინი კადრის გარეშე მუშაობდნენ.

როგორ ხდება საჯარო მოხელეების დანიშნვნა და რამდენად გონივრულია სამისიტროს გადაწყვეტილება ამის შესახებ იურისტ გიორგი მუმლაძეს გავესაუბრეთ.

რადიო „მარნეული“ ამ საკითხზე განახლებულ ინფორმაციას 26 ივნისს მოგაწვდით.

ვრცლად ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register