IDFI : გავასაჩივრებთ, პარლამენტმა თუ მაუწყებლობის შესახებ კანონი არსებული სახით მიიღო

PIRVELI ARXI

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”,” საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” და “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია”  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ტექსტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.

განცხადებაში ნათქვამია , რომ შეთავაზებული ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიული და გამჭვირვალე მმართველობის პრინციპებთან.

“- კანონის პროექტი ზღუდავს  საზოგადოებრივ მაუწყებელში დაცულ საჯარო ინფორმაციაზე წვდომას და აწესებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ბევრად დაბალ სტანდარტს ვიდრე ეს საქართველოს კონსტიტუციითა თუ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით არის გათვალისწინებული.

– ცვლილებების თანახმად საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფლდება პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვისას „სახელმწიფო შესყდივების“ შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულებებისგან. მაუწყებლის მიერ განხორცილებულ შესყიდვათა მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილი განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველო კანონის შესაბამისად. ცვლილების არსებული სახით მიღების  შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება არამარტო საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულება, არამედ ჩრდილი მიადგება მთლიან სახელმწიფო შესყიდვების სისტემას.

– კანონპროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გაზრდას, სამეურვეო საბჭოს ფუნქცია-მოვალეობათა შემცირების ხარჯზე, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მაუწყებელზე სრულყოფილი დემოკრატიული კონტროლის განხორციელების მექანიზმებს.

– ცვლილებების არსებული რედაქციის საფუძველზე 50%-ით მცირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სოციალური რეკლამისთვის გამოყოფილი დრო.

– კანონპროექტი აუარესებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა შრომით უფლებების დაცვის ხარისხს.” – ვკითხულობთ განცხადებაში

ორგანიზაციები აცხადებენ , რომ წარმოდგენილი ცვლილები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ისეთ სტანდარტებს, როგორიც არის საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის გამჭვირვალობა. შესაბამისად პარლამენტის მიერ პროექტის არსებული სახით მიღების შემთხვევაში ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ გაასაჩივრებს მას საკონსტიტუციო სასამართლოში.

წყარო: „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ – მოსაზრებები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

 

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register