ჟურნალისტების დევნის საქმეში საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა ფიგურირებს

qeti

27 ივნისს “ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში,  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტების, სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტების საქმეების პირველადი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. შესწავლილი საქმეები საქართველოში ლტოლვილის სტატუსის და ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარს, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე მათი სავარაუდო შევიწროებისა და დევნის ფაქტებს უკავშირდება. ამ საკითხზე კომენტარი ადამიანის სწავლებისა და მონიტირინგის ცენტრის წარმომადგენელმა ქეთი ჩუთლაშვილმა გააკეთა.

ქეთი ჩუბლაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტების, სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტების საქმეებში ფიგურირებს აზერბაიჯანის სახელმწიფოდან მათი სავარაუდო დევნისა და შევიწროების ფაქტები, რასაც სათანაოდ არ იძიებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა სულ ექვსი საქართველოში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტების, სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტების საქმე შეისწავლა, მათ მოკლვევა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლი გატაცებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register