ახალგაზრდები და ცნობიერება ნატოს შესახებ

NATO DA SAQARTVELO

ნატოს კვირეულის ფარგლებში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და გაწევრიანების პერსპექტივებზე 27 ოქტომბერს მარნეულშიც იმსჯელეს.

შეხვედრისას სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორმა ელენე გოცაძემ რეგიონებში ასეთი შეხვედრების მიზანზე ისაუბრა.

ნატოსთან თანამშრომლობა სცილედება რეფორმების მხარდაჭერის ფარგლებს. საქართველოს მიერ პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფარგლებში გაწერილია საქმიანობათა ნუსხა.  ნუსხაში გაწერილია სახელწიფოს შესაბამისი საჭიროებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით თანამშრომლობის გეგმები და პრიორიტეტები.

NATO DA AXALGAZRDEBI

ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებში მოიაზრება საზოგადოების, მათ შორის, ახალგაზრდების ინფორმირება.

მარნეულელი ახალგაზრდები ელიან სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ადგილობრივი წარმომადგენლობის გახსნას.  ადგილობრივი წარმომადგენლობის მეშვეობით ისინი შეიტყობენ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების და პრიორიტეტების შესახებ, როგორიცაა:

საქართველოში ფართომასშტაბიანი რეფორმების მხარდაჭერა;

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმების პროცესში კონსულტაციების გაწევა;

ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდა.

 

ავტორი: თამარ მჟავანაძე

რადიო მარნეული

 

 

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register