საჯარო შეხვედრა ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ

ndi-kvleva

მარნეული – 4 ივლისს, 11:00 საათზე ქ. მარნეულის კულტურის სახლში (მის: რუსთაველის #108) ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტისა (NDI) და საქართველოს პარლამენტის  გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ. საჯარო შეხვედრების მიზანია, მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება ევროპის საბჭოს კონვენციაზე (სტამბოლის კონვენცია), რომელიც “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ” საკითხებს ეხება.

 

საჯარო შეხვედრას დაესწრებიან გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები: საბჭოს წევრი, დეპუტატი – ნინო წილოსანი და საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი – თინათინ ავალიანი. ისინი მიმოიხილავენ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობას, სამომავლო გეგმებს  და საზოგადოებას გააცნობენ სტამბულის კონვენციიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობაში შესულ მნიშვნელოვან ცვლილებებს.

 

გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლების გარდა, შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებიც, რომლებიც მოსახლეობას მიაწოდებენ დეტალურ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე სახელმწიფო უწყებების რეაგირების შესახებ. საჯარო შეხვედრას ასევე დაესწრება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორიც, რომელიც მოსახლეობას ძალადობის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომ სახელმწიფო სერვისებს გააცნობს.

 

შეხვედრას მოსახლეობასთან ერთად, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება დასვას კითხვები და დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა.

 

აღნიშნული ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register