სატელეფონო ნომრით – 1481, სახალხო დამცველი გისმენთ

Public Defender

2015 წლის ნოემბრიდან სახალხო დამცველის აპარატში პირველად ამუშავდა ცხელი ხაზი სატელეფონო ნომრით – 1481.

ნებისმიერ პირს, ვინც განიცდის წამებას და სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, აქვს სიცოცხლის მოსპობისა თუ ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე, ან დაექვემდებარა უკანონო დაკავებას, დაპატიმრებას თუ თავისუფლების სხვაგვარად შეზღუდვას, ოჯახურ ძალადობას, ან არის ასეთი ქმედების თვითმხილველი, უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე.

ცხელი ხაზი ყოველდღიურად, ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მოქალაქეებისგან მიიღებს ინფორმაციას სახელმწიფო (საჯარო) დაწესებულებების მხრიდან ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სავარაუდო დარღვევებზე, მათ შორის, წამებისა და სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე.

ცხელი ხაზის ნომერზე – 1481 დარეკვა შესაძლებელია ადგილობრივი (სტაციონარული), ასევე მობილური ოპერატორების ნომრებიდან.

 

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register