მარნეულში ევროპის საბჭოს კონვენციაზე საჯარო შეხვედრა გაიმართა

დღეს, მარნეულში ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტისა (NDI) და საქართველოს პარლამენტის  გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ.

საჯარო შეხვედრების მიზანია, მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება ევროპის საბჭოს კონვენციაზე (სტამბოლის კონვენცია).

თეონა ყუფურია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმოამდგენელი დღევანდელი შეხვედრის მიგნებებზე გვიყვება.

საჯარო შეხვედრას ესწრებოდა გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, დეპუტატი – ნინო წილოსანი  , მან  მიმოიხილა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა, სამომავლო გეგმები  და საზოგადოებას გააცნო სტამბულის კონვენციიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობაში შესული მნიშვნელოვან ცვლილებები.

შეხვედრაზე საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი – თინათინ ავალიანი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ისინი ადგილობრივ პოლიტიკოსებს, დეპუტატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მოქალაეებს შეხვდნენ. გიულარ იბრაგიმოვამ საკუთარი ხედვა დამსწრე საზოგაოებას გააცნო.

ევროპის საბჭოს კონვენცია (სტამბოლის კონვენცია) სარატიფიკაციო სიგელის დეპონირება 2017 წლის მაისში მოხდა, ხოლო იგი 2017 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდენა.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register