ინფორმირება სტამბოლის კონვენციაზე, რომელიც “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ” საკითხებს ეხება.

12248726_1014052085313650_1134902903_n

 4 ივლის, 11:00 საათზე ქ. მარნეულის კულტურის სახლში  ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტისა (NDI) და საქართველოს პარლამენტის  გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ. საჯარო შეხვედრების მიზანია, მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება ევროპის საბჭოს კონვენციაზე (სტამბოლის კონვენცია), რომელიც “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ” საკითხებს ეხება.

შეხვედრას ესწრებოდნენ: გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები: საბჭოს წევრი, დეპუტატი – ნინო წილოსანი და საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი – თინათინ ავალიანი. ისინი მიმოიხილეს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა, სამომავლო გეგმები  და საზოგადოებას გააცნეს სტამბულის კონვენციიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობაში შესულ მნიშვნელოვანი ცვლილებები:

შეხვედრის სრული აუდიო ჩანაწერი შეგიძლიათ მოუსმინოთ ქვემოთ მოცემულ ბმულით:

გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლების გარდა, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებიც, რომლებიც მოსახლეობას მიაწოდეს დეტალურ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე სახელმწიფო უწყებების რეაგირების შესახებ.

შეხვედრას მოსახლეობასთან ერთად, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

 

რადიო “მარნეული”

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register