ალეკო ელისაშვილი “SOCAR”-ს მადლობას უხდის
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა – ალეკო ელისაშვილმა ფეისბუქის პირდაპირი ეთერიდან სოკარს მადლობას უხდის. კომპანიამ ისტორიულუ შენობის დემონტაჟის გადაიფიქრა და ჰოლანდიელი არქიტექტორების დახმარებით რეაბილიტაცია მოახდინა.
იალბუზის ქუჩაზე მე-20 საკუნის დასაწყისში 1905 წლებში ცნობილმა არქიტექტორმა ალექსანდრე შიმკევიჩმა საცხოვრებელი სახლი ააშენა. შინკევიჩი იყო თბილისელი პოლონელი რომელიც ასევე იყო თბილისის საკრებულოს წევრი. რაც მთავარია, ელისაშვილის თქმით შიმკევიჩი იყო უზენაესი სასამართლოს ავტორი და არქიტექტორი.
ალეკო ელისაშვილის თქმით “სოკარმა” გადაწყვიტა ამ ისტორიული საცხოვრებელი სახლის დანგრევა და თბილისის მერიას ამ თხოვნით მიმართა. თბილისის მერმა ნარმანიამ დაუყოვნებლივ ხელი მოაწერა ამ თხოვნას.
როგორც ყვება ელისაშვილი ვიდეოში, ამის შემდეგ მან “ამკართან” ერთად მიწერა წერილი კომპანიას რომ ეს შენობა არ დაენგრიათ. ამის შემდეგ “სოკარმა” ისევ მიმართა მერიას და დემონტაჟის ნაცვლად გადაწყვიტა რეაბილიტაცია. დეპუტატის თმით არეჩვეულებრივი რამ მოხდა: შენობა ცნობილი ჰოლანდიური კომპანია “BRESSER”- მოიწვიეს, რომელმაც 2015 წლის 27 ნოემბერს სახლის ამოწევის უნიკალური პროცესი დაიწყო. ტექნიკური თვალსაზრისით, თბილისში ისტორიული შენობის აწევის პროექტი უნიკალური და ერთადერთია მთელ ამიერკავკასიაში. ასევე უნიკალურია ევროპისთვისაც, რადგან დღემდე 3–4 მეტრის სიმაღლეზე საცხოვრებელი ნაგებობის აწევა არ განხორციელებულა.
ელისაშვილის თქმით ამით ისტორიული შენობა გადაარჩინეს და გულმოდგინი რეაბილიტაცია ჩაუტარეს.
“ბევრი რომ საყვედურობს, აი შენ რას აკეთებ? შენ და “ამკარი” მარტო ყვირიხართ. აი, ეს არის საქმე რომელიც მე და ჩემმა მეგობრებმა გავაკეთეთ. ეს შენობა თბილისს შეუნარჩუნდა და კიდევ ერთხელ ვამბობ მადლობას კომპანია “სოკარს” ” ამბობს ელისაშვილი ფეისბუქ პირდაპირ ეთერში.
“სოკარის” ოფიციალურ გვედძე 2015 წლის სიახლეებში უწერია რომ: SOCAR-ის წარმომადგენლობა საქართველოში პატივისცემას გამოხატავს საქართველოს კულტურის სამინისტროს, კერძოდ კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, აგრეთვე ქ. თბილისის მერიის მიმართ, რომლებიც თავიდანვე დიდ ინტერესს იჩენდნენ და მხარს უჭერდნენ პროექტის წარმატებით განხორციელებას.
სათემო რადიო “მარნეული”
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments