არის თუ არა მისაღები მოსახლეობისთვის მართვის მოწმობის 100 ქულაინი სისტემა

2017 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში.
ცვლილებების თანახმად, ამოქმედდა მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება. ჩვენ დავინტერესდით თუ რას ფიქრობდა მარნეულის მოსახლეობა 100 ქულიან სისტემასთან დაკავშირებით და ქუჩის გამოკითხვა ჩავატარეთ…
მიმდინარე წლის 1 ივლისიდან თითოეულ იურიდიული ძალის მქონე მართვის მოწმობას მინიჭა 100 ქულა, რომელიც ძალაშია 2018 წლის 1 იანვრამდე. 2018 წლიდან, ყოველი კალენდარული წლის 1 იანვარს მართვის მოწმობას ასევე მიენიჭება 100 ქულა, რომელიც მთელი კალენდარული წლის განმავლობაში ძალაში იქნება.
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments