გამგეობაში მუშაობას 44 საკრებულოში კი 1 ადამიანი დაიწყებს

marneuli_drosha

მარნეულის თვითმმართველობაში 99 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები უკვე ცნობილია. კონკურსის შედეგად გასაუბრებების გავლის შემდგომ, სპეციალურად შექმნილი კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზეც გამგეობაში მუშაობას კიდევ 44 ხოლო საკრებულოშში 1 ადამიანი  დაიწყებს, მარნეულის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ნინო დეკანოიძის თქმით კონკურსანტებს უკვე გაეგზავნათ შეტყობინებები.

ასევე ნინო დეკანოიძის თქმით იმ 39 კონკურსანტს, რომლებმაც გასაუბრების ეტაპი წარმატებით ვერ გაიარეს შედეგის გასაჩივრების 2 დღიანი ვადა აქვთ. რაც შეეხება 54 ვაკანტურ ადგილს, რომლებიც ვერ შეივსო, როგორც გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გვეუბნება ამ ადგილლების შესავსებად კონკურსი კვლავ გამოცხადდება.

თვითმმართველობაში კონკურსი გამოცხადებული იყო 99 ვაკანტურ თანამდებობაზე, საედანაც ორი პოზიცია საკებულოსია დანარჩენი  97 კი გამგეობის. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსს მარნეულში 191 ადამიანიდან თავი წარმარმატებით 84-მა გაართვა შესაბამისად გასაუბრებაზეც 84 კანდიდატი იყო წარდგენილი.

ვლადიმერ ჩხიტუნიძე

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register