“ეთნიკური უმცირესობების სკოლებში განათლების ხარისხის დონე მნიშვნელოვნად დაბალია”

cecelava

11 ივლისს ორენოვან მასწავლებელთა შესარჩეი კონკურსის პრეზენტაცია გაიართა, სადაც სიტყვით გამოვიდა საქათველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და ვიცე პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა . ალექსანდრე ჯეჯელვამ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და განუცხადა: ” განათლების ხარისხის საერთაშორისო კვლევის თანახმად გამოვლინდა , რომ ეთნიკური უმცირესობების სკოლებში სწავლის ხარისხი საბუნებისმეტყველო საგნებში , ტექსტის გააზრების მიმართულებით და ა.შ… არა თუ საშუალო ევროპულს ჩამორჩება, არამედ მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქართულენოვანი სკოლების შედეგებს , რაც ძალიან ცუდია. მართალია, სამუშაო ბევრია, როგრც ქართულენოვან ისე არაქართულენოვან სკოლებში, მაგრამ განსხვავება ამ ორს შორის ძალიან დიდია, ყველაზე მტკივნეული კი სწორედ ეს შედეგია. ალესანდრე ჯეჯელავას განცხადებით განათლბის ხარისხის გასაუმჯობესებლად ძალისხმევას არ დაიშურებენ.”  მან  მთავარ პრობლემად დაასახელა განათლების ხარისხის დაბალი მაჩვენებელი ეთნიკური უმცირესობების სკოლებში , რაც მისივე განმარტებით, კვლევების თანახმად , მთავარი კომპონენტს ასაკოვანი მასწავლებელებლები წრმოადგენენ.

ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით ძალიან მნიშვნელოვანია ორენოვანი დამხმარე  მასწავლებლების პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების გააქტიურებას და ასაკოვანი მასწავლებლების ჩანაცვლებას.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register