მარნეულელ მოსწავლეებს პროფესიის არჩევაში დაეხმარებიან

5 ოქტომბერს , მარნეულის დემოკრატიული ჩართულობიოს ცენტრში საგანმანათლებლო დაწესებიულების მანდატურის სამსაახურთან არსებულმა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ცენტრის წარმოამდგენლებმა მარნეულელ პედაგოგებთან სამუშაო ტიპის შეხვედრა გამართეს. ეს პროგრამა 2013 წელს დაიწყო , მასში ჩართული იყო 482 საჯარო სკოლა, 2015-2016 წლის მონაცემებით კი პროგრამაში 944 საჯარო სკოლა ჩაერთვება. პროექტის მიზნების შესახებ პროფესიული ორიენტაციის და კარიერული დაგეგმვის სპეციალისტი, ლევან ყავლაშვილი გვესაუბრება.
დღევანდელ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ათამდე პედაგოგი, მათ შორის იყო სოფელ თამარისის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარეხ გუგავა , ის პროგრამას დადებითად აფასებს .
პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა გათვლილია IX-XI კლასის მოსწავლეებისთვის.
0 Comments