მარნეულელების უმეტესობამ არ იცის სუნელებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ

1

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სარეალიზაციო ობიქტებიდან სხვადასხვა სახეობის სუნელ-სანელებლის 75 ნიმუში აიღეს. მათი თქმით, ამ დროისთვის უკვე გამოკვლეულია 75-ივე ნიმუში, საიდანაც დარღვევა 4 შემთხვევაში გამოვლინდა მოქმედი კანონმდებლობით, ტყვიის შემცველობა სანელებლებში 5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს კილოგრამში. ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა წითელ წიწაკაში, მშრალ აჯიკასა და სუნელში აღმოჩნდა. ჩვენ დავინტერესდით ადგილობრივ დონეზე რამდენად იყო შემოწმბული სუნელებში მავნე ნივთიერებების შემცველობა, აკონტროლებდა თუ არა მას ვინმე. ამისათვის მარნეულლის ბაზარში სუნელების გამყიდვეს მივმართეთ, რომელმაც თქვა , რომ მათთან დისტრიბუტორებს შემოაქვთ სუნელი თბილისიდან რაც შეეხება კონტროლს არავინ არ ამოწმებს მისივე თქმით კონტროლი ჯერ არ შემოსულა მარნეულში და ის სუნელების შემოწმების აუცილებლობას ადასტურებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათსა და სასმელ წყალში ტოქსიკური ელემენტების – მძიმე მეტალების, მათ შორის, ტყვიის შემცველობაზე ლაბორატორიულ კვლევებს 2010 წლიდან ატარებს.სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სანელებლების ლაბორატორიულ კვლევა გაგრძელდება, რომლის შედეგებზეც საზოგადოებას ინფორმაცია პერიოდულად მიეწოდება.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register