სოფელი თაზაქენდი – დეპუტატთან შეხვედრა თუ საპროტესტო აქცია

zrdrgfh

სოფელ თაზაქენდის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს ხალხმრავლობა შეიმჩნეოდა, რის შესახებაც ჩვენ ინფორმაცია მარნეულის ტელევიზიის ჟურნალისტის  ფეისბუქ ლაივის მეშვეობით შევიტყვეთ. რამდენიმეწამიან ვიდეოში ჩანდა სოფლის მოსახლეობა, ისმოდა მათი ხმაურიანი საუბარი და ამ ყველაფრის ფონზე ჩანდნენ ”ქარტული ოცნების” მაჟორიტარ-დეპუტატი რუსლან გაჯიევი და პარტია “ევროპული საქართველოს” წევრი ახმედ იმამკულიევი. რადიო მარნეულთან საუბრისას რუსლან ჰაჯიევმა განაცხადა რომ სოფელ თაზაქენდში არანაირი აქცია არ ჩატარებულა და მას უბრალოდ სოფლის მოსახლეობასთან ჰქონდა შეხვედრა.

ახმედ იმამკულიევის თქმით კი მოსახლეობა სასმელი წყლის არქონას აპროტესტებდა.

გამგებლის მოადგილის თემურ ბერიძის თქმით სოფელ თაზაქენდს წყლის პრობლემა 100 000-იანი დავალიანების გამო მოხდა,

ასევე გამგებლის მოადგილემ აღნიშნა რომ ამ საკითხით გუბერნიაცაა დაინტერესებული და სოფელს მალე მიეწოდება სასმელი წყალი.

ვლადიმერ ჩხიტუნიძე

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register