მოსახლეობას გამსახურდიას ქუჩის დანაგვიანებული სტადიონი აწუხებს
მარნეულში გამსახურდიას ქუჩაზე მდებარეობს მინისტადიონი, სადაც ხშირად სკოლებსშორის ჩემპიონატი იმართება . სტადიონი რომელიც 2016 წელს გაიხსნა დღეს უკვე ცუდ მდგომარეობაშია, ჩვენ გამოვკითხეთ აღნიშნული ქუჩის მოსახლეობა თუ რატომაა სტადიონი ასეთ მდგომარეობაში მაგრამ აღმოჩნდა რომ დანაგვიანების პრობლემასთან ერთად მოსახლეობას მინისტადიონის მდებარეობაც აწუხებს.
მოსახლეობის თქმით მუნიციპალიტეტის მხრიდან, სტადიონის გახსნის შემდგომ არ ჩატარებულა მინისტადიონის გაწმენდითი სამუშაოები, რასთან დაკავშირებითაც მივმართეთ დასუფთავების სამსახურის „სუფთა მარნეულის“ უფროსს ლერი მუმლაძეს რომელმაც ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნა რომ მუნიციპალიტეტს არანაირი მექანიზმი არ გააჩნია რომ ეს ტერიტორიები დაასუფთაოს.
ლერი მუმლაძემ ასევე აღნიშნა რომ ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი მექანიზმი მოსახლეობის დაჯარიმებაა, ამასთან დაკავშირებით კი ჩვენ მივმართეთ მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს რევაზ არეშიძეს, რომელმაც განაცხადა რომ ფაქტის არსებობის გარეშე მუნიციპალიტეტი ვერავის დააჯარიმებს.
რევაზ არეშაძის აზრით ამ პრობლემის მოგვარებისათვის ვერანაირი მექანიზმი ვერ იმუშავებს თუ საზოგადოების ცნობიერება არ ამაღლდა
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments