სოფელ კიროვკაში 4 წლის ბავშვი სოფლის სარწყავ არხში ჩავარდა და გარდაიცვალა
14 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გიორარხის ადმნისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ კიროვკაში 4 წლის ბავშვი სარწყავ არხში ჩავარდა და გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით, სოფლის წარმომადგენელმა ჰეიდარ მუსაევა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ფაქტი სოფლის სარწყავ არხში მოხდა.
მისი თქმით, 4 წლის ბავშვი, სოფლის მკვიდრ ელნურ დურმუშოვის შვილი, ონურ დურმუშოვი მამასთან ერთად არხის ახლობლად მანქანას რეცხავდა. რამდენიმე წუთში ელნურმა შეამჩნია, რომ მისი შვილი მის გვერდით აღარ იყო და მისი ძებნა დაიწყო. დაახლოებით ერთ საათში, ბავშვის დაკარგვის ადგილიდან 50 მეტრის დაშორებით ბავშვის ცხედარი იპოვეს.
იქ მყოფმა მოსახლეობამ მომხდარის შესახებ სასწრაფო დახმარებას შეატყობინეს. სასწრაფო დახმარების ადგილზე მისვლამდე პატარა ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.
You may also like
0 Comments