მარნეულელი დეპუტატების უნაყოფო კანონშემოქმედებითი საქმიანობა

chveni22

2017 წლის 13 ივლისს საინფორმაციო პორტალ „ნეტგაზეთზე“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით „30-ზე მეტი დეპუტატი, რომელიც პლენარულ სხდომაზე სიტყვით არ გამოსულა“ http://netgazeti.ge/news/207079/ ამ სტატიაში მოცემულია იმ დეპუტატთა სია რომლებიც არცერთხელ არ გასულან სიტყვით პარლამენტის პლენარურ სხდომაზე, 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ივნისის პერიოდში. სტატიაში მოხვდნენ მარნეულის მაჟორიტარი და პროპორციული სიით არჩეული დეპუტატებიც. თამაზ ნავერიანმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა რომ ის არის კომიტეტის წევრი, სადაც დეპუტატები მსჯელობენ სხვადასხვა კანონპროექტების შესახებ, საბოლოოდ კი კომიტეტის ერთ-ერთ წევრს გააქვს ეს კანონპროექტი პლენარურ სხდომაზე. როგორც აღმოჩნდა თამაზ ნავერიანს არასოდეს არ ხვდა წილად იმ კანონპროექტის წარდგენა რომელზეც თავადაც მუშაობდა.

ასევე ვერ ხვდა წილად პლენალურ სხდომაზე სიტყვით გამოსვლა კიდევ ერთ მარნეულელ მაჟორიტარ კანდიდატს, რუსლან გაჯიევს, რომელიც საუბრისას თამაზ ნავერიანის სიტყვებს იმეორებს.

ნეტგაზეთის წყარო კი, რომელსაც რუსლან გაჯიევი არ ეთანხმება პარლამენტიდან გამოთხოვილი ოფიციალური წერილებია. რაც შეეხება პროპორციული სიით არჩეულ დეპუტატებს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ აზერ სულეიმანოვს 2-ჯერ ჰქონდა პარლამენტში კანონპროექტი წარდგენილი მაგრამ კანონპროექტები ორივეჯერ უკან გაიწვია.

ჩვენ კითხვაზე, აპირებენ თუ არა დეპუტატები ინიციატივის წარდგენას პარლამენტში, მათ გვიპასუხეს, რომ აპირებენ.

რადიო მარნეული

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register