სოკარისა და საქორგაზის აბონენტების 47%-ს ტარიფი 7-26 თეთრით გაუძვირდა

საქართველოს რეგიონებში სოკარისა და საქორგაზის აბონენტების ნახევარს ტარიფი 7 თეთრიდან 26 თეთრამდე გაეზარდათ, ხოლო მეორე ნახევარს უცვლელი დარჩა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიამ სოკარგაზის აბონენტებისთვის გაზის ტარიფი – 56.940 თეთრით დაადგინა, ხოლო საქორგაზის აბონენტებისთვის 57.011 თეთრით.

ეს ტარიფი მოქმედებს მხოლოდ იმ აბონენტებისთვის, რომლებმაც გაზიფიცირება 2008 წლამდე გაიარეს. ისინი სოკარისა და საქორგაზის აბონენტების 47%-ს შეადგენენ.

მიზეზი რის გამოც, სოკარისა და საქორგაზის აბონენტების დანარჩენ 53%-ს ეს ტარიფი არ ეხება, ისაა, რომ მათი ტარიფი დერეგულირებულია ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებით.

ეს იმას, ნიშნავს, რომ მათი ტარიფის დადგენისას კომპანიას მეტი თავისუფლება აქვს და სემეკის ტარიფზე არაა დამოკიდებული.

ე.წ. დერეგულირებულ აბონენტებს, სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ტარიფი აქვთ დადგენილი. ეს ტარიფი 63 თეთრამდეც ადის ბორჯომში.

სემეკის თავმჯდომარის, ირინა მილორავას განმარტებით, თუ მინისტრის ბრძანება დერეგულირების თაობაზე გაუქმდება, მაშინ სოკარისა და საქორგაზის ყველა აბონენტს ერთი და იგივე ტარიფი ექნება, რომელიც სემეკმა დაადგინა.

აღნიშნული ტარიფი 2017 წლის 20 ივლისიდან 2018 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.

 

წყარო: ნეტგაზეთი

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register