19 ივლისი – ქალთა სოლიდარობის მარში

kalta marSi

19 ივლისს, 19:00 საათზე, აღმაშენებლის გამზირზე, რკინიგზელთა კულტურის სახლის წინ,  ქალთა სოლიდარობის მარშს გამართავენ – უთანასწორობის, ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ.

ქალთა სოლიდარობის მარშის ორგანიზატორებმა  აქციაში მონაწილეობისთვის სოციალურ ქსელის მეშვეობით იწვევენ

ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“რამდენიმე დღის წინ ჩატარდა ე.წ. “ქართველთა მარში”, რომელთა წევრებმაც ქვეყანაში არსებული რეალური სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინ წამოწევის ნაცვლად, ღიად დაიწყეს ფაშისტური განცხადებების გაჟღერება, მათი ქსენოფობიური და რასისტული მოწოდებები მალევე გადაიზარდა კონკრეტულ ქალებზე ჯგუფური ძალადობისა და გაუპატიურების მუქარაში. ბოლო დროს ქვეყანაში ისედაც გახშირებული ფემიციდის ფონზე მოძალადის შემდეგი მსხვერპლი შეიძლება თითოეული ჩვენგანი გახდეს. განსაკუთრებით, მაშინ რაც ჩათვლიან, რომ ქალებმა ხმა არ უნდა ამოიღონ ძალადობაზე.

♀️ ჩვენ ვერ გაგვაჩუმებს მუქარა და სიძულვილი!
♀️ ჩვენ არ მოვითმენთ ჩაგვრასა და ძალადობას!

დროა, ომი გამოვუცხადოთ მჩაგვრელს.
გავერთიანდეთ სიძულვილის წინააღმდეგ და დავრწმუნდეთ, რომ უთანასწორობასთან ბრძოლაში ჩვენი ერთსულოვნება და სოლიდარობა გადამწვეტია.

მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე და ღირსება, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლება, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება- შემოგვიერთდით მასობრივ მსვლელობაში.

ქალების ბრძოლა იწყება.

ჩვენი მოთხოვნებია:

✊ დაისაჯონ მოძალადეები, რომლებიც ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდნენ ქალს.
✊ მივიღოთ კანონი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ.
✊ ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები ღიად გაემიჯნონ ძალადობას და ფაშიზმს.
✊ მოვუწოდებთ მედიას, შეწყვიტონ სიძულვილის ენის და ფაშისტური რიტორიკის ტირაჟირება და არ მიიწვიონ გადაცემებში ის ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ძალადობრივი მოწოდებებით”.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register