255 ჟურნალისტს აზერბაიჯანში სახელმწიფომ ბინები გადასცა

231341_src

აზერბაიჯანის პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ილჰამ ალიევმა, პრესის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს საცხოვრებელი ბინები გადასცა. მრავალსართულიან შენობაში, რომელიც სპეციალურად მედიის წარმომადგენლებისთვის აშენდა.

ცერემონიალზე გამოსვლილას ალიევმა განაცხადა რომ ასობით ჟურნალისტს მოკლე ვადებში სახელმწიფომ ბინები გამოუყო. მისი აზრით ეს  ჟურნალისტიკის მიმართ მთავრობის  მხრიდან ზრუნვის გამოხატვაა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული ჟურნალისტიკის  განვითარდება დადებით როლს თამაშობს საზოგადოებაში.

„აზერბაიჯანში უზრუნველყოფილია ყველანაირი თავისუფლება, მათ შორის სიტყვის თავისუფლებაც, და თქვენ ჟურნალისტები ამის შესახებ კარგად იცით. აზერბაიჯანში ათასობით მედია საშუალება არსებობს, რომელიც თავისუფლად ფუნქციონირებს, გადიან რეგისტრაციას. დღეს აზერბაიჯანული ჟურნალისტიკა ავლენს პრობლემებს რომელიც საზოგადოებას აწუხებს, ღირებულ ანალიზს ატარებს, თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან დადებით როლს ქვეყნის განვითარებაში. მე ყოველთვის ვცდილობდი და ვცდილობ გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა ჟურნალისტებისადმი. ამას აჩვენებს ჩემი მრავალჯერადი შეხვედრები, გულცფელი საუბრები ჟურნალისტებთან. მათ შორის ერთ ერთი ამ მხარდაჭერის პოლიტიკა  გამოიხატება საცხოვრებელი ბინების აშენებაში“ – განაცხადა პრეზიდნეტმა.

 

 

წყარო: აზერ ტაჯ

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register