დღეს ჭადრაკის საერთაშორისო დღე აღინიშნება
დღეს 20 ივლისს ჭადრაკის საერთაშორისო დღე, რომელიც 1966 წლიდან აღინიშნება ეს დღესასწაული ტარდება საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის “ფიდე”-ს (FIDE) დადგენილებით. ჩვენ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ვესაუბრეთ თბილისისს საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის ხელმძღვანელს ვალერი გაფრინდაშვილის, რომელიც მარნეულში ჭადრაკს ასწავლის და მან მარნეულის მასშტაბით ჭადრაკის მიღწევებზე ისაუბრა.
ჭადრაკი ძველთაგანვე პოპულარულია საქართველოში – ეს თამაში მოხსენიებულია მრავალ ქართულ ლიტერატურულ და ისტორიულ წყაროსა და ძეგლში სავარაუდოა რომ ჭადრაკი ჩვენში ან ინდოელი ვაჭრების, ან სპარსელების შემოტანილია. ყოველ შემთხვევაში, იგი საქართველოში არაბთა მოსვლამდე იყო ცნობილი. თანდათან ჭადრაკმა საპატიო ადგილი დაიმკვიდრა ქართველი კაცის ცხოვრებაში, იმდენად საპატიო, რომ ქალს მზითვად გენიალურ „ვეფხისტყაოსანთან“ ერთად ჭადრაკსაც ატანდნენ.
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments