მარნეულის ბაზარი – მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობები

2

ზაფხულის ცხელ დღეებთან ერთად პროდუქტი მალე ფუჭდება, მით უფრო როდესაც ის ბაზრის დახლებზეა გამოტანილი. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით სიუჟეტის მომზადება გადავწყვიტეთ და რამდენიმე გამყიდველის ჩაწერას შევეცადეთ, ბევრმა უარი განაცხადა, თუმცა კარგად შეინიშნებოდა დახლებზე გამოტანილი ხორც-პროდუქტები, რომლებიც მაცივრის გარეშე ელაგა დახლზე. რამოდენიმე გამყიდველის თქმით, არსებული პროდუქცია არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს მომხმარებლისთვის. ჩვენ ასევე დავინტერესდით, თუ რას ფიქრობენ მომხმარებლები ბაზარში არსებული მალფუჭებად პროდუქტთან დაკავშირებით და ქუჩის გამოკითხვა ჩავატარეთ.

ვისი პრეროგატივააა პროდუქტების შემოწმება და როგორ მივხვდეთ არის თუ არა ის გაფუჭებული ამ საკითხთან დაკავშირებით გვესაუბრა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კორდინატორი ვახტანგ კობალაძე. ვახტანგ კობალაძემ ჩვენთან საუბრისას გარე ვაჭრობა დაასახელა პრობლემურ საკითხად , რომელიც სცილდება სურსათის ეროვნული სააგენტოს კომპეტიციებს და ამის პრეროგატივა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს აქვს, თუმცა მარნეულის ბაზრის საფუძველზე არ აქვს მნიშვნელობა მალფუჭებადი პროდუქტის შენახვის პირობებს , გამოომდინარე იქიდან, რომ გარე და შიდა ბაზარი ერთმანეთისგან არ განსხვავდება.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register